მომავლის ტექნოლოგიები

1.მომავლის თვითმფრინავი

მე ამ პოსტში წარმოგიდგენთ მომავლის თვითმფრინავს.
დღეს დღეობით ყველა კომპანია(თვითმფრინავთა)ცდილობს რომ გამოუშვას ისეთი თვითმფრინავი რომელიც მგზავრებს ფრენასთან ერთად დიდ სიამოვნებასაც მიანიჭებს.მე პირადად როდესაც ისრაელში მივფრინავდი ფანჯარაში ძალიან ბევსრ ვიყურებოდი თუმცა ფანჯარა იმდენად პატარა იყო რო დაბლა ყველაფრის დანახვას ვერ ვახერხებდი,რაც ძალიან არაკომფორტულია.ეს თვითმფრინავი კი ამის საშუალებას იძლევა.ერთი შეხედვით ეს თვითმფრინავი შუშისაა თუმცა არა იგი უბრალოდ ბევრი ვიდეო კამერითაა აღჭურვილი, რომელიც პირდაპირში გადმოცემს მონიტორებზე, რომელიც თვითმფრინავის გვერდებშია ჩამაგრებული.იგი 3D კადრს იძლევა და გვგონია რომ გამჭირვალე შუშაში ვიყურებით თუმცა არა.ასეთი თვითმფრინავი თუ იარსებებს ძალიან სასიამოვნო იქნება მგზავრებისთვის

2.სამაჯური Cicret-ი გადააქცევს თქვენს მაჯას სენსორულ ეკრანად

სდს
ყველა თანამედროვე ჭკვიანი ბრასლეტებიდან ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო შეიძლება ვუწოდოთ Cicret-ს. ეს მოწყობილება ითვლება სმარტფონის ეკრანად ამასთან ერთად ის სენსორულ დისპლეიდ ადამიანის კანს იყენებს მაჯაზე. ჩემზე უკეთესად ამაზე სურათები და ვიდეო მეტყველებს…
ს
დ
ა
ფ

3.Audi A9-რომელსაც თვითაღდგენა შეეძლება

წარმოიდგინეთ სპორტული მანქანა,რომელსაც შეეძლება აღადგინოს დაზიანებები და ავტომატურად შეიცვალოს ფერი. მომავალზე ალაპარაკდა ესპანელი დიზაინერი დანიელ გარსია, როდესაც შექმნა გასაოცარი დიზაინი აუდი ა9სთვის.მისი ინსპირაციის წყარო იყო სანტიაგო კალატრავას შენობები რომლებიც შედგება პატარა ნაწილებისგან რომელიც საბოლოოდ შენობის სახეს ქმნის.კალატრავას სტილი არის ძალიან მოდენრიზებული და თანამედროვე,სწორედ ამ შენობების ფასადს შეიძლება შევადაროთ მომავლის აუდი ა9_ს დიზაინი . საქარე მინა და სახურავი იქნება დამზადებული ნანოტექნოლოგიით,რასაც შეეძლება ავტომატური აღდგენა და ფერის შეცვლა.









4.MicroBlink-მა წარმოადგინა ახალი აპლიკაცია PhotoMath-ი !!!

photo
კომპანია MicroBlink-ის ახალი აპლიკაცია დაგეხმარებათ ამოხსნათ მათემათიკური ამოცანები ტექსტის ამოცნობის ხერხით. PhotoMath ეს არის აპლიკაცია რომელსაც ძლიერი კამერით შეუძლია ამოიცნოს ტექსტი და ამოხსნას მათემატიკური ამოცანა. აპლიკაცია შექმნა ანგლო ხორვატიულმა კომპანიამ MicroBlink-მა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქმნის ძლიერ კამერებს მობილურისთვის. ეს უფასო აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ Windows Phone-ისა და iOS-ის პლათფორმისთვისაა. ხოლო 2015 წლის დასაწყისში იგეგმება გამოუშვან Android ვერსიაც. MicroBlink-ის გენარალურმა დირექტორმა დამირ საბოლმა თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოგონებაზე 3 წელი წავიდა ახლა კი ისინი სხვადასხვა ხერხებს ეძებენ ამ პროდუქციის გამოსაყენებლად.
მისი გამოყენება ძალიან ადვილია: უბრალოდ სურათი უნდა გადაუღო იმ ადგილს სადაც მაგალითია მოცემული, სამწუხაროდ ხელნაწერს ტექნოლოგია ჯერ ვერ კითხულობს.

5.გეჩქარება? მიეცი ნება რობოტ RAY_ს ,რომ დააპარკინგოს შენი ავტომობილი.


გეჩქარება? მიეცი ნება  რობოტ RAY_ს ,რომ დააპარკინგოს შენი ავტომობილი
მიეცი გასაღები RAY_ს და იგრძენი თავი ჯეიმს ბონდად,როგორც იგი გრძნობს თავს ფილმებში.ეს ერთ დროს მხოლოდ ასეთ ფილმებში იყო შესაძლებელი,მაგრამ ეხლა ეს უკვე რეალობაა. გერმანიაში Dusseldorf_ის აეროპორტში  გამოჩნდა რობოტი რომელიც ჩაიბარებს ავტომობილს და „მიუჩენს თავის ადგილს“. J მეტსახელად RAY,  აწევს 3 ტონამდე ავტომობილებს და დააპარკინგებს  წინასწარ მომზადებულ ადგილებზე.
ამ რობოტის მომხმარებელი უმეტეს წილად იქნებიან ბიზნესმენები,რომლებიც არიან მუდმივად დროის წნეხის ქვეშ და არ აქვთ ავტომობილის პარკინგის დრო.ამ ოპერაციის შესრულება ასევე შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით.
RAY იყენებს სენსორს,რომ აკონტროლოს ავტომობილის უსაფრთხოება მოძრაობის დროს,იგი ფრთხილად იღებს ავტომობილს აპარკინგებს და ასევე ფრთხილად აბრუნებს მას უკან.
რობორტი იყენებს პარკინგის ადგილს მაქსიმალურად,რის შედეგად შესაძლებელი ხდება დაპარკინგდეს 60%ით მეტი ავტომობილი.
გერმანიის აეროპორტში მომსახურების ფასი არის 29ევრო დღეში ან 4 ევრო საათში.






იხილეთ ვიდეო.

6.Microsoft HoloLens-ახალი ხედვა


Microsoft HoloLens-ახალი ხედვა
გახადე წარმოსახვა რეალური

ჰოლოგრამა არის ევულუცია კომპიუტერულ სამყაროში.დიზაინერებმა, გრაფიკოსებმა, პროგრამისტებმა და და სხვა მრავალი პროფესიის ადამიანმა დიდიშრომა გაიღო, რათა დაენახა ადამიანს სამყარო ახალი თვალით,შეექმნა ახალი გრაფიკული თუ კონსტრუქციული ნამუშევრები კომპიუტერულ სამყაროში და დაენახა იგი რეალურად. ჰოლოგრამული კომპიუტერის ერა დადგა,რადგან “Microsoft”_ი წარმოგვიდგენს ჰოლოგრამულ პლატფორმას,რომელიც იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows 10_ზე.


NASA_ს მეცნიერები ახლო მომავალში დაიწყებენ მარსის შესწავლას სწორედ MICROSOFTის ახალი პროდუქტით HOLOLENS_ით.

HoloLens საშვალებას გვაძლევს, რომ რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ ჩვენი წარმოსახვა. ასევე შევძლებთ შევქმნათ დიზაინი ნებისმიერი ნივთის, დავინახოთ იგი არა გონებაში, არამედ რეალურად და შემდეგ იგი ვაქციოთ მატერიად 3D პრინტერის საშუალებით.
Microsoft როგორც ყოველთვის გვაოცებს,იგი მიიწევს მუდამ წინ და მისი ყოველი ნაბიჯი  სავსეა ახალი ტექნოლოგიებით,რომლებიც ადამიანის განუყოფელი ნაწილი ხდება ცხოვრებაში. ჩვენ კი ვალდებულები ვართ ავუწყოთ ცხოვრებას ფეხი და ვიყოთ სიახლეების ეპიცენტრში

No comments:

Post a Comment