ინტერნეტი

ინტერნეტი

ინტერნეტი (Internet) — „მსოფლიო-ქსელი“, ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელი. ინტერნეტს, ზოგჯერ ეძახიან, უბრალოდ „ქსელს“ (The Net), ანუ ქსელთა ქსელს, სადაც მომხმარებლებს, თუ მათ აქვთ უფლებები, შეუძლიათ ნებისმიერი კომპიუტერიდან მიიღონ ინფორმაცია. ინტერნეტი აღნიშნავს გლობალურ კომპიუტერულ ქსელს, რომელიც ეფუძნება IP პროტოკოლს და პაკეტთა მარშრუტიზაციას. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

შექმნა

საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა თანამგზავრმა, 1958 წელს, ტექნოლოგიური ლიდერობის დასაბრუნებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შთააგონა შეექმნა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო(Advanced Research Projects Agency), ცნობილი, როგორც ARPA. ARPA -მ, ნახევრად ავტომატური მიწის გარემოს (Semi Automatic Ground Environment (SAGE)) პროგრამის წინსვლისათვის, შექმნა ინფორმაციის გადამუშავების ტექნოლოგიის ოფისი(Information Processing Technology Office), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. Lickliderარჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად.
Licklider 1950 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებული ფსიქო-აკუსტიკური ლაბორატორიიდან გადავიდა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში(MIT), რის შემდეგადაც ის დაინტერესდა ინფორმაციული ტექნოლოგიებით. 1957 წელს ის გახდა Bolt Beranek and Newman(BBN)-ის ვიცე-პრეზიდენტი. სადაც მან შეიძინა PDP-1 კომპიუტერის პირველი პროდუქცია და გაუძღვა, მრავალ მომხმარებელს შორის რესურსების გამოთვლის განაწილების(Time-Sharing) დემონსტრაციას.
IPTO-ში, Licklider -მა ქსელის განვითარების პროექტის მეთაურობა გადააბარა Lawrence Roberts-ს. ამის შემდეგ რობერტსი დაეყრდნო Paul Baran-ისტექნოლოგის, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალებისთვის(U.S. Air Force) დაწერა ამომწურავი ინფორმაციის მქონე წიგნი, რომელსაც რეკომენდაციას უწევდაPacket Switching. ხანგრძილი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-შიკალიფორნიაში29 ოქტომბერს1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა(University of California, Los Angeles(UCLA)) და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს(SRI International) შორის. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი "მშობელი". დემონსტრაციის მიხედვით, რომელსაც აწარმოებდა Packet Switching, British Post Office,TelenetDATAPAC და TRANSPAC ითანამშრომლეს, რათა შეექმნათ პირველი საერთაშორისო Packet-Switching ქსელის სერვისი. გაერთიანებულ სამეფოში 1978წელს, ეს პროექტი ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო პაკეტის დინების სერვისი(International Packet Stream Service (IPSS)). X.25 კოლექციის ბაზირებული ქსელი გაიზარდა ევროპიდან და ამერიკიდან, კანადაშიჰონგ კონგში და ავსტრალიაში. X.25 პაკეტის სტანდარტი შეიქმნა CCITT-ში 1976წელს(ახლა მას ქვია საერთაშორის ტელეკომუნიკაციების კავშირი(ITU-T)). X.25 იყო დამოუკიდებელი TCP/IP პროტოკოლი, რომელიც შეიქმნა 1974 წლის,დეკემბრის დაცვის მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტოს(Defense Advanced Research Projects Agency(DARPA)) მიერ წარმოებულ ARPANET, Packet Radio Net და Packet Satellite Net-ზე ცდას შედეგად. Vinton Cerf და Robert Kahn-მა 1973 წელს შექმნეს TCP პროტოკოლის პირველი განსაზღვრება, რომელიცს გამოქვეყნდა 1974 წლის მაისში. TCP-ს პირველი სრული სპეციფიკაცია დაიწერა Vinton CerfYogen Dalal და Carl Sunshin-ის მიერ, შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტში. შემდეგი ცხრა წლის განმავლობაში, მუშაობა მიმდინარეობდა პროტოკოლების გაუმჯობესებასა და მათ გამოყენებაზე ოპერაციული სისტემების ქსელის რანგში.
პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შეიქმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსებული ყველა ჰოსტი ძველი NCP პროტოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში. David L. Mills-ის ინვესტიციით, 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომელსაც იყენებდნენ კომპიუტერები სახელად "fuzzballs". მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet.

ქართული ინტერნეტი

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან.
  • პირველი ქართული ვებ საიტი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საიტი გახდა „შავლეგო“ დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ
  • ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საიტი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ - იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს
  • პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი BPG SanSerBPG Classic და რენო სირაძის შექმნილი RsWWWNet

ინტერნეტი საქართველოში დღეს

Internetworldstats.com[1] _ის მიერ გამოქვეყნებული სტატისიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება. მათ აქვთ შედარებული 2000 წლისა და 2010 წლის მონაცემები, რომელთა შედეგებიც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე:
Geoinet.jpg
დღეისათვსი არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს ქართულ ინტერნეტს. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც რომ აბონენტს, რომელსაც ინტერნეტი გაჰყავს შემდგომ ხდება ამ ინტერნეტის გამნაწილებელი. ანუ ხშირად რეგისტრირდება ერთი აბონენტი, სინამდვილეში კი მომხმარებელი რამდენიმე პირია. Internetworldstats_ს[2] მონაცემებით 2010 წლისათვის საქართველოში, ინტერნეტით სარგებლობს 1.300 მილიონი ადამინი. მაგალითისათვის 2000 წელს ინტერნეტით სარგებობდა მხოლოდ 20 ათასი ადამიანი
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი სადაც შედარებულია საქართველო, აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერნეტ მომხარებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია: (ცხრილი დაფუძნებულია Internetworldstats_ს[2] მონაცემებზე, ზუსტად იგივე მონაცემებია მოყვანილი ცნობილ საიტზე cia.gov[3] )
ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდის თავისებურებანი
ქვეყანამოსახლეობა
(2009წელი)
ინტერნეტის მომხმარებლები (2000წელი)ინტერნეტის მომხმარებლები (2009წელი)ინტერნეტით სარგებლობს მთელი მოსახლეობის2000-2009 წლების ზრდის % მაჩვენებელი
საქართველო4,615,80720,0001,024,00022.2 %5,020.0 %
სომხეთი2,967,00430,000191,0006.4 %536.7 %
აზერბაიჯანი8,238,67212,0001,485,10018.0 %12,275.8 %

No comments:

Post a Comment