პოლიტიკა

პოლიტიკა — ეს არის:
  1. საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,
  2. საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან.
პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: (ა) როგორც ”სამეფო ხელოვნებას” ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, (ბ) როგორც უნარს ”ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა” (პლატონი), (გ) როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), (დ) როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას (მარქსი).

პოლიტიკა როგორც მეცნიერება

პოლიტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს. განასხვავებენ საშინაო და საგარეოპოლიტიკას. პირველი მათგანი განისაზღვრება იმ მიზნების შინაარსით, რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა. საშინაო პოლიტიკის მიზანს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი:
  • დინასტიური (მმართველი ოჯახის ინტერესების დაცვა),
  • არისტოკრატიული (დიდგვაროვან ოჯახთა უფლებების და პრივილეგიების დაცვა),
  • სამხედრო (შეირაღებული ჯგუფების წინა პლანზე წამოწევა),
  • სახალხო (მთელი მოსახლეობის სამეურნეო და სულიერი ინტერესების დაცვა).
საგარეო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების საკითხებს, როგორებიცაა: ომი და მშვიდობა, სახელმწიფოთა კავშირები და შეთანხმებები,საერთაშორისო ვაჭრობა, გავლენის სფეროების განაწილება, ზღვების, კოლონიების ფლობა და სხვა.
თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს:
  • კონსერვატიული - ტრადიციების და არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შენარჩუნება,
  • პროგრესული - მისწრაფება სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის გარდაქმნისაკენ,
  • ლიბერალური - მთავრობის ნდობა საზოგადოებრივი ელემენტებისადმი და სხვა.
თუ სახელმწიფო მმართველობას დავყოფთ დარგებად, შესაძლებელია საუბარი სახელმწიფოს ფინანსურ, საბაჟო, სატარიფო, სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალურ, სარკინიგზო პოლიტიკაზე.

პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები



ანარქიზმი ( ბერძნ. αναρχία - უხელისუფლეობა) — მსოფლმხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა იერარქიული მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ.
დემოკრატია (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა დათავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

კაპიტალიზმი მიახლოებითი მნიშვნელობით, კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომლის დროს წარმოების საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ფართოდ გამოიყენება დაქირავბული შრომა.
ხშირად, კაპიტალიზმის ქვეშ ასევე გულისხმობენ დასავლურ სამყაროში ფეოდალიზმის შემდეგ, 16-19 საუკუნეებიდან დამკვიდრებულ დომინანტურ ეკონომიკურ სისტემას.
კომუნიზმი — საზოგადოებრივი წყობა, რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას. მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე იხმარება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.
ლენინიზმი ან მარქსიზმ-ლენინიზმი - მარქსიზმის ნაირსახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ვ. ი. ლენინისშრომები; საბჭოთა კავშირის ოფიციალური იდეოლოგია.
ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგიაფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.
მარქსიზმი — კარლ მარქსის მიერ დაარსებული ფილოსოფიური და იდეოლოგიური მიმართულება.
მარქსიზმი სათავეს იღებს კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიური და სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის შრომებიდან, რომელთა მთავარი მთავარი თემაა კაპიტალიზმის კრიტიკა. ეს კრიტიკა სისტემატური სახით მოცემულია მარქსის ცნობლ ნაშრომში Das Kapital.
ნაციონალიზმი — იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ერი ანუ "ნაცია" (ლათ.Nacia) არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. თავდაპირველი ნაციონალისტური (ეროვნული) მოძრაობები ჩამოყალიბდა საფრანგეთში მეფის დასამხობად მოწყობილ 1793 წლის რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით XIX საუკუნეში ნაციონალისტუმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. ამ პერიოდში გერმანიაში ოტო ფონ ბისმარკის ნაციონალური მთავრობა მოვიდა, საფრანგეთში ნაპოლეოონმა გაიმარჯვა, იტალიაში ნაციონალისტების წინსვლის შემდეგ ქვეყანა გაერთიანდა. XX საუკუნის ორი მსოფლიო ომის მიზეზი რადიკალური ნაციონალისტური იდეები გახდა. ამის გამო 1945 წლის შემდეგ ევროპაში რადიკალურმა ნაციონალიზმმა კრახი განიცადა. 1988-1991 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელი შეუწყო ნაციონალიზმის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპასა და ამიერკავკასიაში.
ნეოკონსერვატივიზმი — პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დასაბამს შეერთებულ შტატებში იღებს. მისი ძირითადი განმასხვავებელი მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებშია, სადაც ის ინტერვენციონისტულ პოლიტიკას ლობირებს, ეროვნული ინსტერესების (როგორც ეს ნეოკონსერვატორებს ესმით) დაცვის მიზნით.პირველი ნეოკონსერვატორები იყვნენ ძირითადად ებრაელი ლიბერალები რომლებიც ეწინაამდეგებოდნენ ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას და ამას ხსნიდნენ ამერიკის როლის შემცირების საშიშროებით მსოფლიოში. ტრადიციული კონსერვატორებისგან განსხვავებით ნეოკონსერვატორები არ ეწინააღმდეგებიან მინიმალურად ბიუროკრატიულ სოციალურ სახელმწიფოს, და, ზოგადად ემხრობიან რა ლიბერალურ ეკონომიკას, საჭიროებისამებრ არ არიან მასში ჩარევის წინააღმდეგი, გარკვეული სოციალური მიზნების მისაღწევად.
ნეოლიბერალიზმი მიუთითებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფილოსოფიაზე, რომელიც უარჰყოფს სახელმწიფოს ჩარევას (ინტერვენციას) ადგილობრივ ეკონომიკაში. ის ყურადღებას ამახვილებს თავისუფალ საბაზრო მეთოდებზე, საწარმოთა ფუქციონირებაში ნაკლებ შეზღუდვებსა და საკუთრების უფლებებზე.საგარეო პოლიტიკაში ნეოლიბერალიზმი უპირატესობას ანიჭებს უცხოეთის ბაზრების გახსნას პოლიტიკური მეთოდებით, ეკონომიკური ზეწოლის, დიპლომატიური და/ან სამხედრო ინტერვენციის გამოყენებით. ბაზრების გახსნაში მოიაზრება თავისუფალი ვაჭრობა და მუშახელის საერთაშორისო სპეციალიზაციის მიხედვით დაყოფა.
სოციალიზმი — იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.
სოციალ-დემოკრატია — წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრზე მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ მოახდინოს კაპიტალიზმის რეფორმირება და მისი სოციალური თანასწორობის ეთიკურ იდეალებთან თანხმობაში მოყვანა, კაპიტალისტური წარმოების მეთოდის შენარჩუნების პირობებში, რაც მას განასხვავებს სხვა, ალტერნატიული სოციალისტური ეკონომიკური სისტემებისგან. პრაქტიკაში თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული პოლისები საკუთარ თავში მოიცავენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გავრცელებასა და ეკონომიკური დემოკრატიის შექმნას, რაც მშრომელთა უფლებების დაცვას გულისხმობს.
სტალინიზმი (რუსСталинизм) — ტერმინი, რომელიც ეხება პოლიტიკურ რეჟიმს საბჭოთა კავშირში ი. ბ. სტალინისმმართველობის დროს. წარმოადგენს იოსებ სტალინისა და მისი გარემოცვის შეხედულებებისა და პრაქტიკული საქმიანობის იდეოლოგიას, რომელიც ჩამოყალიბდა 1920-იანი წლების ბოლოს და იარსება 1953 წლამდე, ე.ი. სტალინის გარდაცვალებამდე.
ტოტალიტარიზმი — ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელიც გამოიყენება ისეთი თანამედროვე პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, რომლებშიცსახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივი საქმეების თითქმის ყველა ასპექტს.
ტროცკიზმი — მარქსისტული თეორია ლ. ტროცკის ინტერპრეტაციით. ის თავს ორთოდოქს მარქსისტად მიიჩნევდა.
ფაშიზმი (იტალfascismo) - პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.
მაოიზმი ჩინეთის ხელმძღვანელობის ანტიმარქსისტული შეხედულებანი და პოლიტიკა; აშკარად გამოვლინდა და ხორციელდება მე-20 ს.-ის სამოციანი წლებიდან; წარმოადგენს დიდმპყრობელური შოვინიზმისა და წვრილბურჟუაზიული ავანტიურიზმის ნარევს, მაო ძე-დუნის (1893-1976) სახელის მიხედვით.

No comments:

Post a Comment